01/12/2024 ჯივიპი, 2 დეკემბერს, სამგორის რაიონში , აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ, 2 დეკემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 2 დეკემბერს 22:00 საათიდან 3 დეკემბრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში:
ქიზიყის N 29-45, ევტიხი ჟვანიას და მიხეილ გრიგორაშვილის ქუჩებს, სამხედრო დასახლების 1 ქუჩას..
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge