05/12/2024 ჯივიპი, 6 დეკემბერს, ნაძალადევის რაიონში , აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ, 6 დეკემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, რ.ურიდიას ქ. N202-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 6 დეკემბერს 23:00 საათიდან 7 დეკემბრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში:
ურიდაის N135-207 (კენტებს) ქუჩას და ურიდაის შესახვევს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge