08/12/2024 ჯივიპი, 9 დეკემბერს, ისნის რაიონში , აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
9 დეკემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, შანდორ პეტეფის ქ. N30-თან ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 9 დეკემბერს 10:00 საათიდან 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ისნის რაიონში:
წულუკიძის ქუჩას, წულუკიძის 1 და 2 შესახვევებს, შანდორ პეტეფის N4 და N6, ოსიპ მანდელშტამის ქუჩას და ოსიპ მანდელშტამის 1 შეს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge