10/12/2024 ჯივიპი, 11 დეკემბერს, ნაძალადევის რაიონში , აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ, 11 დეკემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში გორდის ქ. N15-თან უცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 11 დეკემბერს 22:00 საათიდან 12 დეკემბრის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ნაძალადევის რაიონში:
კლდეკარის, გორდის, ლაითურის, ფირცხალავას, ზედამზის თავისი შესახვევებით, მაჩხაანის, მირზაანის, სანავარდოს და ლამისყანას ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge