11/12/2024 ჯივიპი, 12 დეკემბერს, სამგორის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ, 12 დეკემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში გ.ლორთქიფანიძის ქ. N116-თან უცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 12 დეკემბერს 23:00 საათიდან 13 დეკემბრის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
სამგორის რაიონში:
გრიგოლ ლორთქიფანიძის (კაიროს) ქ. N 27-79 (კენტებს) N 26-140 (ლუწებს), ნავთლუღის დას. 1, 2, 3, 4, 5 და 6 ქუჩებს, ბაღდავაძის N 8, 10,12,14
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge