PLANNED WORKS

14/01/2025

 

 

ხვალ, 15 იანვარს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, ავთო ვარაზის ქუჩა N2-ის მიმდებარედ,  წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

 

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები  სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში  შეასრულებენ.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 15 იანვარს საღამოს 18:00 საათიდან 16 იანვრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

ნუცუბიძის I, II, IV და V მიკრორაიონებსა და კვარტლებს, ნუცუბიძის ქუჩა N 211, 221, 223, ჟღენტის, შავგულიძის N7, 7ა, მინდელის N 3, 5, პოლიტკოვსკაიას, ფხაკაძის, მხატვართა და ძოწის ქუჩებს, ვაჟა-ფშაველას მე-5 კვარტლის მე-4 კორპუსს, ვარაზის, თვალჭრელიძის, ბანძელაძის, ზარწემის, ტაბიძის, ქვემო აჟარის, ზაალიშვილის, აფხაიძის, კვაჭაძის, ბიწაძის, კედარის ქუჩებს; კაპანელის ქუჩას და შესახვევს, ფერმწერთა ქუჩას, შესახვევებსა და ჩიხებს, სოფელ თხინვალას.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. 

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge

19/12/2024 ჯივიპი, ხვალ 20 დეკემბერს, საბურთალოს რაიონში, აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს
19/12/2024 ჯივიპი, 20 დეკემბერს, ისნის რაიონში, აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს
19/12/2024 ჯივიპი, 20 დეკემბერს, ვაკის რაიონში , აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
18/12/2024 ჯივიპი, 19 დეკემბერს, ვაკის რაიონში , აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
18/12/2024 ჯივიპი, 19 დეკემბერს, სამგორის რაიონში , აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს