23/01/2025 ჯივიპი, 24 იანვარს, სამგორის რაიონში , აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
24 იანვარს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, ჯავახეთის ქ. N68-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 24 იანვრის დილის 10:00 საათიდან 24 იანვრის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში:
ვარკეთილის 1 მ/რ-ის N1-17 (კენტებს), N2-18 (ლუწებს), ჯავახეთის N91, ჯავახეთის N166-180 (ლუწებს), სვანების ბაზრობას.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge