23/01/2025 ჯივიპი, 24 იანვარს , ისნის რაიონში , აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
24 იანვარს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, ნიაბის ქ. N31-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 24 იანვრის 12:00 საათიდან 24 იანვრის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ისნის რაიონში:
გალავნის (გოლოვანი) N13-33 (კენტებს), N14-34 (ლუწებს), თეძამის, განთიადის, კვესეთის, სათემოს, ნიაბის N1-45 (კენტებს) N2-46 (ლუწებს) ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge