09/03/2025 ჯივიპი, 10 მარტს, სამგორის რაიონში , აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
7 მარტს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, სამგორია რაიონში, დ.უზნაძის ქ. N4-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 10 მარტს 10:00 საათიდან 11 მარტის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორია რაიონში:
სადგური ველის დასახლებას, 360-ე კმ დასახლებას, სოფლებს: ყარაჯალარს, აგთაკლიას, ყარატაკლიას, გამარჯვებას, გამარჯვება პირველს, ფოლადაანთკარს და გაჩიანს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge