PLANNED WORKS
04/04/2025 ჯივიპი, 5 აპრილს , სამგორის რაიონში , აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ, 5 აპრილს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, ჯავახეთის ქ. N68-თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 5 აპრილს, 12:00 საათიდან 5 აპრილის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში:
ვარკეთილის 3-ის I მ/რ-ს N 1-12, ჯავახეთის ქ. N68 (სვანების ბაზრობა), N 91 და N 168-184 (ლუწებს)
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.