PLANNED WORKS
14/04/2025 ჯივიპი, 15 აპრილს , სამგორის რაიონში , აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ, 15 აპრილს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზ. N41/2-თან, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 15 აპრილს 22:00 საათიდან 16 აპრილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში:
მოსკოვის გამზირი N41, 41/2, 41/3. მოსკოვის გამზირი I,V კვარტლებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.