
16/01/2025 ჯივიპიმ 2024 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა
2024 წელი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის სისტემური განახლების წელი იყო, როგორც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის, ასევე ტექნოლოგიური მიმართულებით. Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აქტიურად აგრძელებს და სამოქმედო გეგმის მიხედვით თბილისის, რუსთავისა და ქალაქ მცხეთის წყალმომარაგებას ეტაპობრივად აუმჯობესებს .
მომხმარებლებისთვის მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად 2024 წელს ჯივიპიმ უპრეცედენტოდ დიდი, 120 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.
განხორციელებული ინვესტიციის 60%-ზე მეტი წყლისა და წყალარინების ამორტიზებული ქსელების რეაბილიტირება-განახლებაზე დაიხარჯა. ინვესტირება ასევე განხორციელდა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების, ქსელების ზონირების, ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლებებისა და ენერგეტიკული მიმართულებით.
ჯივიპის მიერ 2024 წლის განმავლობაში განხორციელებული 100-ზე მეტი პროექტის შედეგად არაერთი საოპერაციო მაჩვენებელი გაუმჯობესდა, მათ შორის:
-
18%-ით შემცირდა წყალმომარაგების შეზღუდვის არეალები
-
19%-ით შემცირდა ქსელზე ინცინდენტების რაოდენობა
-
29%-ით შემცირდა წყალმომარაგების გეგმიური შეზღუდვის საშუალო დრო
-
დაიზოგა 11 მილიონი კუბური მეტრი მოცულობის წყალი
Aqualia-ს სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მიზანი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქსელების განახლებაა. სწორედ ამ მიმართულებით 2024 წელს ჯამში 65 მილიონი ლარი დაიხარჯა. ჯივიპიმ თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალსადენისა და წყალარინების ქსელზე 95 სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა და 88 კმ სიგრძის ქსელი განაახლა, მათ შორის თბილისში - გახოკიძის, მეფრინველეობის, აჰმედ მელაშვილის ქუჩებზე, რუსთავში - მეგობრობის, ლომოურის, ბარათაშვილის და სხვა ქუჩებზე.
2024 წლის პროექტებს შორის აღსანიშნავია წყალმომარაგების ქსელის ზონირება, რომელიც წყლის რესურსების ოპტიმალურ მართვასა და დანაკარგების შემცირებას ემსახურება. ზონირების პროექტი ამცირებს ქსელების ავარიულად დაზიანების რისკს და წყალმომარაგების შეზღუდვის არეალებს. რუსთავში, მცხეთასა და თბილისის ზედა ზონებში დასრულებული ზონირების საპილოტე პროექტების შედეგად, მიმდინარე წელს 11 მილიონ კუბურ მეტრამდე მოცულობის წყალი დაიზოგა.
2024 წელს ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში განახლდა რუსთავის სათავე ნაგებობაზე არსებული სატუმბე სადგურები და ქალაქის მკვებავი მაგისტრალური ქსელი. განხორციელებული პროექტების შედეგად რუსთავის მოსახლეობას გასულ წლებთან შედარებით მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდა.
მოძველებული ქსელების განახლების პარალელურად, ჯივიპი აქტიურად მუშაობს წყალმომარაგების სისტემის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მოდერნიზებაზე. ქსელზე არსებულ დაზიანებებზე რეაგირებების დროის შემცირებისა და ოპერატიულობის გაზრდის მიზნით კომპანიამ განაახლა ავტოპარკი, სპეც ტექნიკა და აღჭურვილობა. ამასთანავე წარმატებით მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემების გაციფრულება და ავტომატიზაცია.
გარდა უშუალოდ წყალმომარაგების მომსახურებისა, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელთან კომუნიკაცია და მათთვის თანამედროვე სერვისის შეთავაზება. სწორედ ამ მიზნით 2024 წელს შეიქმნა მომხმარებელთა მხარდაჭერის ჯგუფი, ასევე ინერგება განახლებული ვებ-გვერდი, რომელიც ჯივიპის აბონენტებს მისცემს შესაძლებლობას უმოკლეს დროში მიიღონ ინფორმაცია და გამარტივებულად, დისტანციურ რეჟიმში ისარგებლონ კომპანიის სერვისებით.
„2024 წელს განხორციელებული თითოეული პროექტი ჩვენი მომხმარებლებისთვის მომსახურების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად, წყალმომარაგების სერვისი რთული და მრავალსაფეხურიანი პროცესია, სასმელი წყლის ჩვენს ონკანებამდე მოყვანს დიდი შრომა და რესურსი ჭირდება. ჩვენი პასუხისმგებლობაა ეს პროცესი სწორად ჰქონდეს აღქმული ჩვენს მომხმარებელს. გვსურს საზოგადოება სათანადოდ იყოს ინფორმირებული, რომ წყლის მოპოვება, დამუშავება და მომხმარებლებამდე მიყვანა რთული და მასშტაბური ციკლია. სწორედ ეს არის ჩვენი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის ძირითადი სათქმელიც - წყლის ყოველი წვეთი ძვირფასია”. - ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი, ჯივიპის გენერალური დირექტორი.

02/05/2025 Santiago Lafuente: "The important thing is not who provides the service, but how it is provided"

26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს