WATER QUALITY
06/10/2020 6 ოქტომბრის მონაცემები წყლის ხარისხის შესახებ
დღეს, 6 ოქტომბერს, დედაქალაქის სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ეროვნული სტანდარტის ნორმებს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მონაცემების თანახმად, თბილისის მოსახლეობისთვის 2020 წლის 6 ოქტომბერს მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნულ სტანდარტებს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. სასმელი წყლის ხარისხი, დღეს, დედაქალაქში მთლიანად აკმაყოფილებს სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პარამეტრებს.