ეთიკის არხი

 

კომპანიაში ეთიკის საკომუნიკაციო არხი ყველასთვის ხელმისაწვდომია. ეთიკის არხის საშუალებით შესაძლებელია ეთიკისა და ქცევის კოდექსის დამრღვევი ქმედებებისა და სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულის შესახებ შეტყობინებების დაფიქსირება.

ეთიკის არხის მეშვეობით ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში შესაძლებელია ანონიმური და კონფიდენციალური შეტყობინებების გაგზავნა ყველა იმ საკითხზე ან ქმედებაზე, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს ეთიკისა და ქცევის კოდექსის დარღვევას  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტის მხრიდან. ყველა შეტყობინებაზე რეაგირება მოხდება ეთიკის არხის პროცედურის შესაბამისად.

 

გთხოვთ, ინციდენტის შემთხვევაში, შეავსოთ მოცემული შეტყობინების ფორმა და გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: whistleblowingline@ggu.ge (არხი საქართველოში) ან/და canaletico@fcc.es (არხი ესპანეთში) ან საფოსტო გზავნილით მისამართზე: მადრიდი, ესპანეთი, PO Box 19312 - 28080

 

 

*ინციდენტის კატეგორიები

 

  • კორუფცია
  • მოსყიდვა
  • გავლენით სარგებლის მიღება
  • თაღლითობა
  • ფულის გათეთრება
  • ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული
  • ქალაქგეგმარებისა და მიწის განვითარების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული
  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული
  • ინტერესთა კონფლიქტი
  • პოლიტიკური პარტიების დაფინანსება
  • შევიწროება
  • ეთიკის კოდექსის სხვა პრინციპის დარღვევა

 

 

შეტყობინების შესავსები ფორმა 

 

File:PDF file icon.svg - Wikipedia - ჩამოტვირთე

 

 

 


ეთიკა