თბილისის წყალარინების (კანალიზაცია) ქსელების მშენებლობა 1835 წელს დაიწყო. ძირითადად, გამოიყენებოდა აგურის კოლექტორები, რომელშიც ჩაედინებოდა როგორც სამეურნეო-ფეკალური წყლები, ასევე ატმოსფერული ნალექები და იღვრებოდა მდ. მტკვარში.
დღეისთვის, თბილისის წყალარინების ქსელები, დიამეტრით 150-დან 1200 მმ-მდე, მოწყობილია აგურის თაღოვანი, ბეტონის, რკინაბეტონის, კერამიკის, თუჯის, და პოლიეთილენის მილებისაგან. წყალარინების სისტემა თვითდინებით მუშაობს.
ქსელების საერთო სიგრძე შეადგენს 1600 კმ-ს:
- 1000 კმ - ქუჩის ქსელი
- 600 კმ - შიდაკვარტალური და ეზოს ქსელები.
მთავარი გამყვანი კოლექტორის სიგრძე 72 კმ-ია. მისი საშუალებით ჩამდინარე წყლები გარდაბნის გამწმენდ ნაგებობამდე მიდის. მთავარ გამყვან კოლექტორზე ფუნქციონირებს 42 გამყოფი საკანი.
მტკვარზე მოწყობილია 5 დიუკერი – ავჭალის, დიდუბის, მეტეხის, მდ. გლდანულასა და მდ. დიღმულას.
გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის წარმადობაა 1,0 მლნ. მ3 დღ/ღ-ში.