ენერგომომარაგება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ელექტროენერგიას აწარმოებს მის საკუთრებაში არსებული ჟინვალჰესის, თეთრიხევიჰესის და ბოდორნაჰესის საშუალებით. სამივე ჰიდროელექტროსადგური საქართველოს ერთიან ელექტროსისტემაშია ჩართული. გამომუშავებული ელექტროენერგია თბილისის წყალმომარაგების ობიექტების ფუნქციონირებას ხმარდება. 

 

კომპანიის ობიექტები - არაგვის ხეობის, სამგორისა და ღრმაღელის სათავო ნაგებობები, მძლავრი სატუმბო სადგურები, ადგილობრივი წყლის წნევის გამაძლიერებელი სატუმბო სადგურები, ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები, წყლის წნევის რეგულატორები და კომპანიის სხვა ნაგებობები წელიწადში, საშუალოდ 290–300 მლნ კვტ.სთ. ელექტროენერგიას მოიხმარს.

 

ჟინვალჰესი

-         დადგმული სიმძლავრე შეადგენს - 130 მგვტ.                      

-         საშუალო წლიური გამომუშავება – 365 მლნ კვტ.სთ

 

თეთრიხევიჰესი

-         დადგმული სიმძლავრე - 12.4 მგვტ,

-         საშუალო წლიური გამომუშავება – 12.5 მლნ კვტ.სთ

 

ბოდორნაჰესი

 

-         დადგმული სიმძლავრე - 2.5 მგვტ.  

-         საშუალო წლიური გამომუშავება - 12-14 მლნ კვტ.სთ