უკანონო მოხმარება

 

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის #32 დადგენილებით არის დამტკიცებული, განსაზღვრულია თუ რას გულისხმობს სასმელი წყლის უკანონო მოხმარება და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობა.

 

სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება:

 

  • სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენების თვითნებურად მიერთება;
  • შეწყვეტილი სასმელი წყლის მიწოდების თვითნებური აღდგენა;
  • სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში);
  • სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება;
  • სასმელი წყლის დატაცება, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება;
  • ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არახანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება.

 

წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობაში იგულისხმება:

 

  • წყალარინების ქსელზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება;
  • მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის მომარაგების საკუთარ წყაროზე (შახტური, არტეზიული ან/და სხვა წყაროებიდან) არსებული მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ციფრული მაჩვენებლების გაყალბება და აღრიცხვის სისტემის გვერდის ავლით ან/და მის გარეშე წყალარინების ქსელით არასანქცირებული სარგებლობა;
  • წყალარინების ქსელზე არსებული აღრიცხვის კვანძის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ციფრული მაჩვენებლების გაყალბება და აღრიცხვის სისტემის გვერდის ავლით ან/და მის გარეშე წყალარინების ქსელით არასანქცირებული სარგელობა.

 

სასმელი წყლის უკანონო მოხმარების გამოვლენის შემთხვევაში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი,  სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების შესაბამისად, უფლებამოსილია, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, შეუწყვიტოს სასმელი წყლით მომარაგება შესაბამის მომხმარებელს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვალდებულია, სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ან/და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის ფაქტის გამოვლენისთანავე, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი აქტი, რომლითაც განისაზღვრება მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა და ღირებულება ან/და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის პერიოდში, წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის ღირებულება.