*303# სერვისი

 

კომუნალური მომსახურების შესახებ ყველა ინფორმაციის მიღება აბონენტებს  *303# კოდით  შეუძლიათ

 

კომუნალური მომსახურების შესახებ ინფორმაციის გამარტივებულად მისაღებად ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის  აბონენტებისთვის ახალი სერვისი ამოქმედდა.  აღნიშნული მომსახურება ჯივიპის, ისევე როგორც სხვა კომუნალური კომპანიების მომხმარებლებისთვის  სემეკმა შეიმუშავა. 

 

სემეკის ახალი პროექტის  თანახმად მობილურ ტელეფონებზე კოდის *303# აკრეფით აბონენტებს შეუძლიათ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს მიაწოდონ ინფორმაცია სასმელი წყლის მომარაგების წყვეტის შესახებ, გამოითხოვონ ელექტრონული ქვითარი, შეამოწმონ მიმდინარე სააბონენტო ბალანსი, მონაცემების მისაღებად სასურველ აბონენტზე დაარეგისტრირონ ან წაშალონ არასასურველი ნომერი და sms შეტყობინებით გამოაგზავნონ მრიცხველის ჩვენება.

 

*303#-ით სარგებლობა შეუძლია ყველა იმ აბონენტს, ვისაც ჯივიპის მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებული აქვს საკონტაქტო მობილურის ნომერი.  

 

*303#  კოდის აკრეფის შემდეგ მომხმარებელი ჩამონათვალში ირჩევს წყალმომარაგების სექტორს, რის შემდეგაც მობილური ტელეფონის ეკრანზე გამოჩნდება მომხმარებლის მობილურის ნომერთან  დაკავშირებული აბონენტის ნომრები. შემდეგ  ეტაპზე მომხმარებელი  ირჩევს  აბონენტის ნომერს, რომელზეც შეძლებს სასურველი ინფორმაციის მიღებას: 

 

      წყვეტა - მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების წყვეტის შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება

      ბალანსი -  ინფორმაცია მიმდინარე ბალანსის  შესახებ 

      ელ.ქვითარი - ელექტრონული ქვითარი

      ბოლო sms გაგზავნა - კომპანიის მიერ მისთვის გაგზავნილი  ბოლო სმს შეტყობინების განმეორებით მიღება

      რეგისტრირებული ნომრები -  არჩეულ აბონენტზე რეგისტრირებული მობილური ნომრების დაზუსტება და არასასურველის წაშლა

      მრიცხველის ჩვენება - კომპანიისთვის მრიცხველის ჩვენების გაგზავნა

      კონტაქტი - კომპანიის  მისამართი და ცხელი ხაზის ნომერი

 

*303#-ით მომსახურება უფასოა. სერვისი ამჟამად ხელმისაწვდომია სილქნეტისა და მაგთკომის მომხმარებლებისათვის. უახლოეს მომავალში პროგრამით ისარგებლებენ ბილაინის მომხმარებლებიც. მომსახურება ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილური ტელეფონისთვის.