წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებაზე დაწესებულმა ტარიფმა უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ წყლის ხარისხი და მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევა, არამედ სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო, საპროფილაქტიკო და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებაც.
2008 წლიდან, წყალმომარაგებისა და წყალარინების ტარიფების დადგენა და მათში ნებისმიერი ცვლილების შეტანა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) კომპეტენციაა.
თბილისისა და ქალაქ მცხეთის წყალმომარაგების მომსახურების ტარიფები
მომსახურების ტარიფი საყოფაცხოვრებო მომხმარებელისთვის შეადგენს:
1. ფიქსირებული გადასახადი უმრიცხველო მოხმარებისას – თვეში 4.518 ლარი 1 სულზე, აქედან:
- წყლის მიწოდებისთვის – 3.528 ლარი
- ჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურებისთვის – 0.990 ლარი
2. ტარიფი მრიცხველით მოხმარებისას – 0.500 ლარი 1მ3-ზე, აქედან:
- 1მ3 წყლის მიწოდების ტარიფი – 0.391 ლარი
- 1მ3 ჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურების ტარიფი – 0.110 ლარი
მომსახურების ტარიფი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის შეადგენს:
ტარიფი მრიცხველით მოხმარებისას - 6.503 ლარს 1მ3-ზე, აქედან:
- 1მ3 წყლის მიწოდების ტარიფი – 5.080 ლარი
- 1მ3 ჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურების ტარიფი – 1.423 ლარი
წყალმომარაგების აღნიშნული ტარიფები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2020 წლის 29 დეკემბრის #85 დადგენილებით შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მომხმარებლებისთვის დაადგინა. ტარიფები ამოქმედდა 2021 წლის 1 იანვრიდან.
2020 წლის 1 დეკემბრიდან კომპანიების ,,მცხეთის წყლის“ ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ გაერთიანების შედეგად, ქალაქ მცხეთის საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი ტარიფებით მოემსახურება (#85 დადგენილება, 2020 წელი, 29 დეკემბერი).
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის #32 დადგენილებით დამტკიცებული სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების თანახმად, სასმელი წყლის მომხმარებელი იყოფა ორ ჯგუფად:
ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც სასმელი წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის;
ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა მომხმარებელი.