13/08/2024 ჯივიპი, 14 აგვისტოს საბურთალოს რაიონში, აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
14 აგვისტოს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში,პეკინის გამზ. N19-თან ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 14 აგვისტოს 13:00 საათიდან 14 აგვისტოს 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში :
ჭაბუკიანის, იპოლიტე ხვიჩიას, არჩილ სულაკაურის, თამარ დეკანოსიძის, თამარ დეკანოსიძის I შესახვევი, პეკინის N15-N25 (კენტები), ბროლოსანის და იოსებიძის N6, N7, N8.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge
13/08/2024 | ჯივიპი, 14 აგვისტოს საბურთალოს რაიონში, აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს |