31/10/2024 ჯივიპი,1 ნოემბერს, საბურთალოს რაიონში , აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
1 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში ,გაგარინის ქ. N24-თან ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 1 ნოემბრის დილის 10:00 საათიდან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში:
გოთუას ქუჩას და ჰეიდარ ალიევის სანაპიროს (მარჯვენა სანაპირო) N2-16 (ლუწებს).
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge
31/10/2024 | ჯივიპი, 1 ნოემბერს, ნაძალადევის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს |
31/10/2024 | ჯივიპი,1 ნოემბერს, საბურთალოს რაიონში , აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს |