დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

25/11/2024 ჯივიპი, ხვალ, 26 ნომბერს, მთაწმინდის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს



26 ნოემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მთაწმინდის  რაიონში, ლ.ასათიანის ქ.  N17-თან,  აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.



კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 26 ნოემბერს  23:00 საათიდან 27 ნოემბრუს დილის    07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:


მთაწმინდის  რაიონში: 

ლ.ასათიანის ქ. N32-56; N23-35 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge