26/11/2024 ჯივიპი, 27 ნოემბერს , ჩუღურეთის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
27 ნოემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჩუღურეთის რაიონში ლალიონის ქ. N1-თან, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 27 ნოემბერს 15:00 საათიდან 28 ნოემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ჩუღურეთის რაიონში:
ლალიონის, სოლომონ ქურდიანის, გურგენიძის და ვეშაპურის ქუჩებს შესახვევებით.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge