02/03/2023 ჯივიპი, 3 მარტს, საბურთალოს რაიონში , გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
3 მარტს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, მირიან მეფის ქ.N29-თან ქსელზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 3 მარტს 23:00 საათიდან - 4 მარტის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში:
დიდი დიღომის 1 მ/რ-ს, გიორგი ბრწყინვალეს, თინათინის, მეფე მირიანის ქუჩებს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge
10/01/2023 | ჯივიპი , ხვალ 11 იანვარს , ნაძალადევის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს |