23/03/2023 ხვალ, 24 მარტს, გლდანის რაიონში, სოფელ წიწამურთან მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება
ხვალ, 24 მარტს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, სოფელ წიწამურთან, წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, გადაუდებლ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ხვალ, 24 მარტს, დღის 12:00 საათზე დაიწყებენ და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 24 მარტს, დღის 12:00 საათიდან 25 მარტის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში - ვაჟა-ფშაველას I, II კვარტლებს და III კვარტლის N1-19 და N2-18 კორპუსებს, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის N4 კორპუსის N1,2,3,4 სადარბაზოებს. ვაჟა-ფშაველას გამზირის N43-71 და N52-70, ნუცუბიძის I , II მიკრორაიონებს და კვარტლებს, IV მ/რ-ს N1, 2, 3, 4, 5, 6, 10, 10ბ, 11, 12, 33, 34, 35, 36, ნუცუბიძის ქუჩა N1-131 N2-82, N211, 221, 223, , ყაზბეგის გამზირის N30-46 (ლუწებს), ჩახავას, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, ბარათაშვილის, სხირტლაძის, ოთარ ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, ჩხეიძის, თავაძის, მიქელაძის, ირაკლი გამრეკელის, გურიელის, ნადარეიშვილის, დელისის I, II, III და დელისის ქუჩებს, იოველ ჯებაშვილის ქუჩას და 1 გასასვლელს, აფხაიძის, მეგრელიძის, გაზაფხულის, თავხელიძის ქუჩებს, ქავთარაძის ქუჩა N1-27, N2-24 , ფერმწერთა, ვარაზის, ბანძელაძის, ქვემო აჟარის, ბესო ჟღენტის, შავგულიძის ქუჩა N7, 7ა, მინდელის, პოლიტკოვსკაიას (ჯიქია), ფხაკაძის, მხატვართა, კაპანელის და ძოწის ქუჩებს.
საბურთალოს რაიონში - სოფ. დიღომში: ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის, უგრელიძის, სვეტიცხოვლის, მაღალაძეების, ჩოხელის, ყურაშვილის, შარაშიძის, სარიშვილის, სოლოღაშვილის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, ზუტნერის, ბარონ დე ბაის, გიორგი ბრწყინვალის, აღმაშენებლის, ხანძთელის, ჭიაურელის, რუსთაველის, ჯავახიშვილის, ფიროსმანის, დიდგორის, ათონელის, ჩოლოყაშვილის, ბარათაშვილის, წერეთელის, გურამიშვილის, გოგებაშვილის, წმინდა ელენე და კონსტანტინეს, კავთას, თეოდორე ტირონის, ბერი გობრონის, სერგო ზაქარიაძის, ბუაჩიძის, მირზა გელოვანის, ზალდასტანიშვილების, ვახტანგ ჩიქოვანის, ბუდაპეშტის ქუჩა N28-46 და N13-19, ალასანიას, ლვოვის ქუჩა N83-97 და N92-98, ონიაშვილის N61-89, N64-80, მ.ასათიანის N9,10, 11, 14 ქუჩებს. სოფელ ძველ ვეძის, დიღომი 7-ს.
გლდანის რაიონში - წეროვანის დევნილთა დასახლებას, სოფელ ნატახტარს, ქალაქ მცხეთას, სოფელ წიწამურს.
ზაჰესში - წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, მაყაშვილის, ცქიტიშვილის, ყაზბეგის, ავჭალის, ზინკარის ქუჩებს, მუხათგვერდის რეაქტორის ქუჩას.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის