17/05/2023 ჯივიპი, 18 მაისს , გლდანის რაიონში , გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
18 მაისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონში, მონასტრის ქ. N10-თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 18 მაისის 10:00 საათიდან 18 მაისის 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
გლდანის რაიონში:
ტაძრის, მონასტრის და წყალსადენის N1-41 (კენტებს), N2-16 (ლუწებს) ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge
10/01/2023 | ჯივიპი , ხვალ 11 იანვარს , ნაძალადევის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს |