18/05/2023 ჯივიპი, 19 მაისსს, ვაკის რაიონში, გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ, 19 მაისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, ვაჟა ფშაველას გამზ. I კვ. N3 -თან, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ჩაატარებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 19 მაისს, 23:00 საათიდან 20 მაისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში:
ვაჟა-ფშაველას I კვარტალს, ვაჟა-ფშაველას გამზ. N 35-67 (კენტებს) ვაჟა-ფშაველას I, II, III, IV შესახვევებს, მიქელაძის, ფერდინანდ თავაძის, გიგო გაბაშვილის II შესახვევს, ნუცუბიძის N 50, N 52, სერგო ზაქარიაძის N 15 ქუჩებს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge
10/01/2023 | ჯივიპი , ხვალ 11 იანვარს , ნაძალადევის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს |