01/06/2023 ჯივიპი, 2 ივნისს, კრწანისის რაიონში , გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
2 ივნისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, კრწანისის ქ. ll შეს. N3-თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 2 ივნისს 10:00 საათიდან 3 ივნისის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში:
კრწანისის 47-85(კენტი), 58-82(ლუწი), კრწანისის II შესახვევს, კრწანისის III გასავალს, ა.ჯაფარიძის, გ.ვოლსკის, ორთაჭალის 77-135 ,(კენტი), 60-134(ლუწი), წინანაურის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge
10/01/2023 | ჯივიპი , ხვალ 11 იანვარს , ნაძალადევის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს |