22/06/2023
ხვალ , 23 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, ჯავახეთის ქ. N14ა-თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 23 ივნისს 23:00 საათიდან 24 ივნისის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება
სამგორის რაიონში:
ვარკეთილის III მასივს (თავისი კვარტლებით), კალოუბნის, თრიალეთის, საცხენისის, შუამთის, წნორის წყლის, ელდარის, გახოკიძის, ჯავახეთის, გ.გაბაშვილის, ლორთქიფანიძის, კაკლიანის, ბერიშვილის ქუჩებს, კახეთის გზატკეცილის N 7, 10 და N 44-76(ლუწებს),17 შინდისელი გმირის,ნოე რამიშვილს ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge
10/01/2023 | ჯივიპი , ხვალ 11 იანვარს , ნაძალადევის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს |