18/07/2023 ჯივიპი, 19 ივლისს, საბურთალოს რაიონში , გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
19 ივლისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში,მ.მაჭავარიანის ქ. N4ა-თან , წყალსადენის ქსელზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 19 ივლისს 11:00 საათიდან 19 ივლისის 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში:
ვაშლიჯვრის ა და ბ ზონა, ემუხვარის, გოძიაშვილის N 22-62 (ლუწებს), N 63-75 (კენტებს), კვანტალიანის, თოფურიძის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge
10/01/2023 | ჯივიპი , ხვალ 11 იანვარს , ნაძალადევის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს |