04/12/2023 ჯივიპი, 5 დეკემბერს, საბურთალოს რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
5 დეკემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, საბურთალოს რაიონში,პეკინის გამზ. N6-თან , წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 5 დეკემბერს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში:
პეკინის N 4ა, 6, 8 ქუჩას და პეკინის 1 შესახვევი N 4.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge