13/03/2024 ჯივიპი, 14 მარტს, საბურთალოს რაიონში , გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ 14 მარტს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქ. N13-თან წყალმომარაგების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 14 მარტის დილის 10:00 საათიდან 14 მარტის 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში:
ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩას (სრულად).
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge