17/03/2024 18 მარტსს ჯივიპი მთაწმინდის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
18 მარტს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზ. N46-თან წყალსადენის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 18 მარტის 12:00 საათიდან 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
მთაწმინდის რაიონში:
სოფ. მთისძირს, სოფ. კრწანისს, სოფ. ფონიჭალას, ზოოვეტის დასახლებას, გიგანტის დასახლებას და კრწანისის სამხედრო ბაზს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge