15/01/2025 ჯივიპი, 16 იანვარს, საბურთალოს რაიონში , აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
16 იანვარს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, ცაცხვების მე-9 შესახვევში ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 16 იანვარს 00:00 საათიდან 16 იანვრის 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში:
ცაცხვების ქუჩას ჩიხებით და შესხვევებით, ივანე გვარამაძის, მზია ერისთავის, ნიკოლოზ დგებუაძის, ტ. გუდავას, ბარბარე ყიფშიძის, ელგუჯა ამაშუკელის N2-4, N1-3 და მუხრან მაჭავარიანის N1-9 (კენტებს), N2-10 (ლუწებს) ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge