NEWS
Other Categories
14/06/2015 Statement of „Georgian Water & Power“
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დედაქალაქში შექმნილი კრიზისიული ვითარების გამო, დამატებითი რესურსით, გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს.
24 საათიან რეჟიმში მორიგეობს 28 სადისპეტჩერო და საავაირო ბრიგადა, ასევე მობილიზებულია მძიმე სპეც-ტექნიკა. წყლის ხარისხის მონიტორიგნი და კონტროლი, 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს კომპანიის ცენტრალური და სათავე ნაგებობებზე განთავსებული ლაბორატორიების მიერ.
თბილისის მოსახლეობისთვის მიწოდებული წყლის ხარისხი სრულად აკმაყოფილებს ეროვნული რეგლამენტით გათვალისწინებულ სტანდარტებს. რაც შეეხება დედაქალაქის წყალმომარაგებას, სტიქიის გამო, თბილისის ზოგიერთ უბანში წყალმომარაგება შეზღუდვით ხორციელდება.
ამ ეტაპზე კომპანია ორი მსხვილი დაზიანების ლიკვიდაციაზე მუშაობს: ადიდებულმა მდინარე ვერემ დააზიანა 500 მმ მაგისტრალური წყალდენი, რის გამოც წყალმომარაგება შეფერხებით მიეწოდება ბაგების ზედა ზონას. ჭავჭავაძის გამზირი N5-ის უკან, უშუალოდ სტიქიის ზონაში, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაზიანებულია 900მმ მაგისტრალური მილდენი, რის გამოც წყლამომარაგება დროებით შეზღუდული აქვს ვაკის, ვერის და საბურთალოს ნაწილს.
წყლის მიწოდების შეზღუდვაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ფეისბუქის გვერდზე, ვებგვერდზე და ცხელი ხაზის მეშვეობით.

26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი