24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.
საოპერაციო ცენტრი ჯივიპის ახალი სტრუქტურული ერთეულია, რომელიც ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს წყალმომარაგების სერვისი თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობისთვის. შესაბამისი ადამიანური და ტექნიკური რესურსით აღჭურვილი თითოეული საოპერაციო ცენტრი, კონკრეტული უბნების წყალმომარაგებაზე იქნება პასუხისმგებელი, რაც გაამარტივებს საოპერაციო პროცესებს და შეამცირებს რეაგირების დროს.
Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების ეფექტური და ოპერატიული მართვის ევროპული მოდელია, რომელიც ჯივიპის ახალ მფლობელს, ესპანურ კომპანია Aqualia-ს მისი მართვის ქვეშ არსებულ 17-ვე ქვეყანაში აქვს დანერგილი.
,,კომპანიაში ჩატარებულმა სიღრმისეულმა აუდიტმა საოპერაციო მიმართულებით მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოავლინა, რაც გულისხმობს - ავარიის მართვის რთულ პროცესს, მრავალსაფეხურიან ბიუროკრატიას, ავარიების მოგვარებისთვის არასაკმარის ტექნიკურ და ადამიანურ რესურსს, ქსელების პრევენციული მონიტორინგის სისტემის გაუმართაობას. ყველა ამ პრობლემას გადაჭრის კომპანიის დეცენტრალიზაციის შედეგად შექმნილი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრები, სადაც გადაწყვეტილებების მიღება და აღსრულება მოხდება ადგილზე. ცენტრები აღჭურვილი იქნება შესაბამისი ადამიანური და ტექნიკური რესურსით. მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შემცირდება ავარიებზე რეაგირების დრო, რაც ევროპულ სტანდარტებთან დაგვაახლოვებს.” - ხოსე მიგელ სანტოსი, ჯივიპის გენერალური დირექტორი.
ჯივიპის თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე ჯამში 4 ძირითადი და ორი დაქვემდებარებული საოპერაციო ცენტრის გახსნა აქვს დაგეგმილი. საოპერაციო ცენტრები განთავსდება სამგორის რაიონში, ჯავახეთის ქუჩაზე; გლდანის რაიონში, ფეიქრების ქუჩაზე; ტაბახმელაში, ქალაქ რუსთავსა და ქალაქ მცხეთაში. ახალ საოპერაციო ცენტრებს 42 საავარიო და 25 პრევენციული მონიტორინგის ჯგუფი მოემსახურება.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი