15/06/2015 Statement of „Georgian Water & Power“
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, თბილისში შექმნილი კრიზისული ვითარების გამო, გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.
14 ივნისის დილის 9 საათიდან 15 ივნისის დილის 9 საათამდე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სტიქიით გამოწვეული 112 ავარიული დაზიანება აღადგინა. წყალდიდობამ განსაკუთრებით წყალარინების ქსელები დააზიანა. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს კომპანიის 35 საავარიო და სადისპეტჩერო ბრიგადა, სპეც-ტექნიკა სრულად მობილიზებულია.
ამ ეტაპზე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ბრიგადები მელიქიშვილის ქუჩაზე ჩავარდნილი გზის აღსადგენად მუშაობენ. მდ. ვერეს მიერ მოწყვეტილი მაგისტრალური მილდენის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს ს. ჩიქოვანის ქუჩაზეც.
გუშინ, გვიან ღამით 00:30 საათისთვის დასრულდა 500 მმ-იან მაგისტრალური წყალდენის აღდგენა და სტიქიის გამო შეწყვეტილი წყალმომარაგება აღუდგა ბაგების ქვედა ზონას, ზედა ზონას წყალმომარაგება დღეს დღის განმავლობაში აღუდგება.
კომპანიის ბრიგადები დედაქალაქის მასშტაბით მუდმივ რეჟიმში აწარმოებენ წყლისა და წყალარინების ქსელების მონიტორინგს.
კომპანია დღის განმავლობაში მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას მიმდინარე სამუშაოების შესახებ.
წყალმომარაგების თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ფეისბუქის გვერდსა და ვებგვერდზე, ასევე, ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე +995322 931111.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი