24/03/2016 კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, გოგიგრდის აბანოებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აცხადებს, რომ გოგირდის აბანოები დესტრუქციულ ქმედებას მიმართავენ, რადგან მათი პოზიცია სამართლებრივად წამგებიანია და სხვა გზა არ დარჩათ.
კომპანიამ, აბანოებს, ჩამდინარე წყლის გადასახადი, სემეკის მიერ დადგენილი ტარიფით და მათ მიერ მოხმარებული წყლის გაზომვის შედეგად დაუწესა. აბანოს ხელმძღვანელებს გადასახადის გადახდა არ სურთ, თუმცა მათ პოზიციას საფუძველი არ გააჩნია.
არსებულ ტარიფს აწესებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და ცალკეული ორგანიზაციებისთვის ვერ შეიცვლება.
მითუფრო, რომ გოგირდის წყალი წარმოადგენს ქიმიურად აქტიურ შენაერთს, რომელიც მნიშვნელოვნად ზემოქმედებს და აზიანებს კომპანიის ინფრასტრუქტურას.
გოგირდის აბანოები, სხვა კომერციულ თუ არაკომერციულ აბონენტებთან შედარებით, პრივილეგიებით ვერ ისარგებლებენ. ისინი სემეკის მიერ დაწესებულ ტარიფს, ყველა ორგანიზაციისა და მოსახლეობის მსგავსად, უნდა დაემორჩილონ.
ასევე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ გააანალიზა გოგირდის აბანოების მომსახურების ტარიფი და სავარაუდო შემოსავლები. ანალიზის საფუძველზე მიღებული შედეგით, გოგირდის აბანოებისთვის დაკისრებული ჩამდინარე წყლის გადასახადი ადეკვატურია მათ შემოსავლებთან მიმართებაში და ბრუნვის 5 პროცენტს არ აღემატება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართა.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი