09/06/2016 „Report to Tbilisi“
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მაცხოვრებლებს პირველ ანგარიშს 10 ივნისს ჩააბარებს
GWP ხვალიდან ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიზანიც მოსახლეობასთან ღია ურთიერთობა და მათგან უკუკავშირის მიღებაა.
კომპანიის პირველი პრესკონფერენცია 2016 წლის სარეაბილიტაციო პროექტებს და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახლადდანერგილ კონცეფციას, ბიზნესცენტრების მოდელს მიეძღვნება.
ბრიფინგს, კომპანიის საოპერაციო დირექტორი და თბილისის მთავარი დისპეჩერი ჩაატარებენ, ისინი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ და მოსახლეობას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გეგმებს გააცნობენ.
„ანგარიში თბილისს“ ხვალიდან თვეში რამდენჯერმე რეგულარულ რეჟიმში გაიმართება და კომპანიის ფეისბუქის გვერდის საშუალებით ლაივსთრიმით გადაიცემა.
პირველი პრესკონფერენცია ხვალ 10 ივნისს დილის 11 საათზე, კომპანიის მთავარ ოფისში იგეგმება.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი