22/07/2016 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირულ ანგარიშს აბარებს
16 ივლისს, ეკონომიკის ექსპერტებმა კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების ობიექტები დაათვალიერეს.
ტურის ფარგლებში სტუმრებმა, ღრმაღელეს საფილტრე სადგური, წყლის ხარისხის კონტროლის ცენტრალური ლაბორატორია, საგურამოს სატუმბო სადგური, ნატახტრის წყალშემკრები ნაგებობა და მისაქციელის საინფილტრაციო მოედნები მოინახულეს. ასევე, ჟინვალის წყალსაცავი და ახალი ჰიდროელექტროსადგურის - საგურამოჰესის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს.
21 ივლისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, ,,ანგარიშითბილისს’’ პროექტის ფარგლებში, პრესკონფერენცია გამართა, რომელიც კომპანიის მიმდინარე საინვესტიციო პროექტებსა და ახალი ჰიდროელექტროსადგურის, საგურამოჰესის მშენებლობას მიეძღვნა.
პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე ეტაპზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 94.5 მილიონი ლარის ინვესტირებას ახორციელებს სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტში. მათ შორის არის თბილისის წყალმომარაგების მთავარი არტერიის - ჟინვალის გვირაბის და ბოდორნა-ღრმაღელეს გვირაბის რეაბილიტაცია, რომელიც უკვე დასრულებულია. ორი „მწვანე” ჰესის მშენებლობა - საგურამო ჰესი, რომელიც დასრულების სტადიაზეა და ბოდორნა ჰესი, რომლის მშენებლობაც ახლო მომავალში იგეგმება.
ასევე აღინიშნა, რომ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იწყებს ისეთ მნიშვნელოვან პროექტს, როგორიც არის გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის თანამედროვე სტანდარტებით რეაბილიტაცია.
საბოლოო ჯამში თითოეული საინვესტიციო პროექტის მთავარი მიზანი თბილისის სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგებაა.
მიმდინარე კვირის მანძილზე კომპანია აგრძელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში
ჩუღურეთის რაიონში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე 1000 მეტრი სიგრძის წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია დასრულდა.
ამავე რაიონში, გედევანიშვილის ქუჩაზე წყალსადენის 1300 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.
წავკისში, ამაღლების ქუჩაზე წყალსადენის ქსელის 1400 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.
ამ ეტაპზე აფრიკის დასახლებაში, ლოჭინის ხევის მიმდებარედ, სარეაბილიტაციო სამუშოები აქტიურ ფაზაში გადავიდა - ახლით იცვლება 1200 მმ-ანი მაგისტრალური წყალსადენის ქსელის 220 მეტრი სიგრძის მონაკვეთი.
2016 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი