NEWS
...

28/10/2016 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

დღეიდან კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  წამახალისებელი აქცია - ,,გადაიხადე  50%“ -,,მცხეთის წყლის” აბონენტებზეც გავრცელდა. თბილისის, რუსთავის და მცხეთის დავალიანების მქონე აბონენტებს კომპანია 2015 წლის 1 იანვრამდე მოხმარებული წყლის საფასურის 50%-ის გადახდის შემთხვევაში, აღნიშნული პერიოდის დავალიანების მეორე ნახევარს ავტომატურად ჩამოაჭრის.

 

მიმდინარე კვირის მანძილზე ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში აგრძელებს:

 

გლდანის რაიონში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.  წყალსადენის ქსელის 550 მეტრის სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა და ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდა.

 

ამავე რაიონში, ტაბიძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.  წყალსადენის ქსელის 200 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

სამგორის რაიონში, იუმაშევის ქუჩაზე, წყალარინების ახალი ქსელის მოსაწყობად სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. 250 მეტრზე მეტი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა და სამი ჭა მოეწყო. სულ მოეწყობა 12 კმ ახალი ქსელი. აღნიშნულ პროექტში კომპანია 10.2 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

 

ვაკის რაიონში, წყნეთში, გრიშაშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.  წყალსადენის ქსელის  750 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

კომპანიამ ნაძალადევის რაიონში, ავშნის და ნუშის ქუჩებზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. წყალსადენის ქსელის  5.5კმ სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება და ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მონტაჟდება, რაც მოსახლეობის სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

 

ასევე, სარეაბილიტაციო სამუშაოები სამგორის რაიონში, კოსტავას ქუჩაზე, დაიწყო. წყალსადენის ქსელის 200 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

2016 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

Other Categories
...

26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds

  Georgia Global Utilities (GGU), a holding company managing water supply and energy facilities in Georgia, has successfully issued $300 million in green bonds, which are admit...

MORE

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

MORE

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

MORE

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

MORE

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE