31/10/2016 მედიის წარმომადგენლებმა ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ობიექტები დაათვალიერეს
29 ოქტომბერს, მედიის წარმომადგენლებმა და სოციალური მედიის აქტიურმა მომხმარებლებმა კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების ობიექტები დაათვალიერეს.
ტურის ფარგლებში, სტუმრებმა, ღრმაღელეს საფილტრე სადგური და წყლის ხარისხის კონტროლის ცენტრალური ლაბორატორია მოინახულეს, სადაც წყლის ანალიზი 24 საათიან რეჟიმში კეთდება. მათ ასევე, საგურამოს სატუმბო სადგური, ნატახტრის წყალშემკრები ნაგებობა, ჟინვალის წყალსაცავი და ახალი ჰიდროელექტროსადგური - „საგურამოჰესი” დაათვალიერეს.
ვიზიტის მიმდინარეობისას, მედია საშუალებების წარმომადგენლებს, დედაქალაქის წყალმომარაგების პროცესი კომპანიის უხუცესმა თანამშრომელმა ნიკოლოზ კაკუშაძემ გააცნო, რომელიც კომპანიაში 1973 წლიდან მუშაობს.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მსგავს საინფორმაციო შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი