NEWS
...

04/11/2016 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

მიმდინარე კვირის მანძილზე ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში აგრძელებს:

 

ნაძალადევის რაიონში, დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების

პირველი ეტაპი დასრულდა.  წყალსადენის ქსელის 220 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა. კომპანია მიწისქვეშა კომუნიკაციის სისტემას სრულად ცვლის  და სამუშაოების დასრულებისთანავე ნაძალადევის რაიონის გამგეობა ასფალტის ახალ საფარს დააგებს.

 

გლდანის რაიონში, ბიჭვინთის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. წყალსადენის ქსელის 1100 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

 

სამგორის რაიონში, კოსტავას ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.  წყალსადენის ქსელის 250 მეტრზე მეტი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

 

ამავე რაიონში, ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში, რუსთაველის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.  წყალარინების ქსელის 325 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

ისნის რაიონში, დიდგორის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. წყალარინების ქსელის 250 მეტრზე მეტის სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

ასევე, სარეაბილიტაციო სამუშაოები სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, დაიწყო. ჭიჭინაძის ქუჩის N23, N25 და N27 კორპუსებთან წყალსადენის ქსელის 330 მეტრის სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

ნაძალადევის რაიონში, ავშნის და ნუშის ქუჩებზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. წყალსადენის ქსელის  5.5კმ სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება და ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მონტაჟდება, რაც მოსახლეობის სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

 

2016 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

 

 

 

Other Categories
...

26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds

  Georgia Global Utilities (GGU), a holding company managing water supply and energy facilities in Georgia, has successfully issued $300 million in green bonds, which are admit...

MORE

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

MORE

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

MORE

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

MORE

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE