17/11/2016 კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადება
სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე N63-თან, თეგეტა მოტორსთან დაზიანებულია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 600 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენი ქსელი. დაზიანება, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაშენებული ბეტონის ფილების ზეწოლამ გამოიწვია.
ადგილზე მობილიზებული იყო „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სამუშაო ჯგუფები და მაგისტრალური ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად, მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელეს.
სამუშაო პროცესს, ასევე ართულებს ადგილზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რის გამოც საჭიროა უსაფრთხოების მაღალი ზომების დაცვა.
დაზიანების აღმოსაფხვრელად, ტექნიკური სამუშაოების წარმოება რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 17 ნოემბერს, საღამოს 18:00 საათიდან 18 ნოემბრის დილის 11:00 საათამდე, წყალმომარაგებაშეუწყდება:
სამგორის რაიონში:
კახეთის გზატკეცილს, ვარკეთილის მესამე მასივს, შუამთის, საცხენისის, ელდარის, კალოუბნის, გახოკიძის და ბერიშვილის ქუჩებს.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge/ka/dagegmili
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი