18/11/2016 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში დედაქლაქის ურბანული განვითარებისთვის მნიშვნელოვან ორ პროექტს კვლავ აქტიურად აგრძელებს:
დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. წყალსადენის ქსელის 470 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა. პროექტის მიხედვით სრულად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციის სისტემა და სამუშაოების დასრულებისთანავე ნაძალადევის რაიონის გამგეობა ასფალტის ახალ საფარს დააგებს.
მეორე პროექტის ფარგლებში, ავშნის და ნუშის ქუჩებზე, წყალსადენის ქსელის 5.5კმ სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვლება და ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება, რაც მოსახლეობის სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს. ამ დროისთვის, წყალსადენის ქსელის 300 მეტრზე მეტის სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი უკვე შეიცვალა.
მიმდინარე კვირის მანძილზე ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში აგრძელებს:
სარეაბილიტაციო სამუშაოები საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, თამარ მეფის ქუჩაზე, დასრულდა. წყალარინების 350 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი სრულად შეიცვალა.
ასევე, დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები გლდანის რაიონში, ტაბიძის ქუჩაზე. აღნიშნულ მისამართზე წყალსადენის ქსელის 200 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.
კომპანიამ სამგორის რაიონში, ვარკეთილი სამი, IV მიკრო, 418-ე კორპუსის მიმდებარედ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა და წყალარინების ქსელის დაზიანებული მონაკვეთი ახლით შეცვალა.
ამავე რაიონში, ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში, რუსთაველის ქუჩაზე - წყალარინების ქსელის 200 მეტრი სიგრძის მონაკვეთი უკვე შეიცვალა და სარეაბილიტაციო სამუშაოები კვლავ აქტიურად გრძელდება.
გლდანის რაიონში, ვარდისუბნის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. წყალსადენის მაგისტრალური ქსელის 460 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.
ასევე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - საბურთალოს რაიონში, კარტოზიას ქუჩაზე, სადაც წყალარინების ქსელის 100 მეტრამდე სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.
2016 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი