25/11/2016 კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება
სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩა N163-თან, ავარიულად დაზიანდა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის 700 მმ-იანი მაგისტრალური ქსელი.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია კომპანიის სამუშაო ჯგუფები და დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 25 ნოემბერს, 16:30 საათიდან, ხვალ, 26 ნოემბრის დილის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
საქნავთის, ლოჭინოს და ლილოს დასახლებებს,
ჭირნახულის, მეფრინველეობის, სტურუას, კამოს, მეკოკიშვილის ქუჩებს და სადგურ ლილოს.
სოფლებს: გამარჯვებას, ნასაგურს, დიდ ლილოს, წინუბანს, ლუდსახარშ ,,კასტელს“ , ლილოს ბაზრობას, კახეთის გზატკეცილს, იუმაშევის ქუჩას, თბილის ზღვაზე მდებარე ,,ოლიმპიურ ქალაქს“ და მის მიმდებარედ სასტუმრო ,,ჰუალინგს“.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი