09/12/2016 აქცია, გადაიხადე 50% მომხმარებელთა თხოვნით, 31 დეკემბრამდე გრძელდება
მომხმარებელთა თხოვნის გათვალისწინებით აქცია ,,გადაიხადე 50%“ 31 დეკემბრამდე გაგრძელდა.
,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის”, ,,რუსთავის წყლის” და ,,მცხეთის წყლის“ აბონენტები აქტიურად მონაწილეობენ აქციაში.
აქციის პირობები იგივეა - დავალიანების მქონე აბონენტებს, 2015 წლის 1 იანვრამდე მოხმარებული წყლის საფასურის 50%-ის გადახდის შემთხვევაში, აღნიშნული პერიოდის დავალიანების მეორე ნახევარს ავტომატურად ჩამოაჭრის.
აბონენტები მარტივად, ოფისში მისვლის გარეშე, ერთვებიან აქციაში და სარგებლობენ ხელსაყრელი პირობებით.
დავალიანების 50%-ის დასაფარად, აბონენტი რეკავს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცხელ ხაზზე - 2 93 11 11, ან სარგებლობს კომპანიის ფეისბუქით და ვებგვერდზე არსებული ონლაინ ჩათით. ოპერატორი მომხმარებელს აბონენტის ნომრის მიხედვით ეხმარება დავალიანების ოდენობის დაზუსტებაში და დავალიანების ჩამოწერაში.
სურვილის შემთხვევაში მომხმარებლები მიმართავენ კომპანიის სერვისცენტრებს.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი