16/12/2016 კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება
საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირზე, მარკეტ ,,ბრიკორამასთან“, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 900 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენი ქსელი დაზიანდა.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი. აღნიშნული დაზიანება მაღალი ძაბვის არეალშია, რის გამოც აღდგენითი სამუშაოების წარმოება უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვას მოითხოვს.
დაზიანების აღმოსაფხვრელად, ტექნიკური სამუშაოები, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 17 დეკემბრის, დილის, 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
ზაჰესში გრ.ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის, ქოშიგორას და ფერაძის ქუჩებს. სასოფლოს დასახლების ნაწილს,ამერიკის საელჩოს დასახლებას, დიდ დიღომს, მიმდებარე კერძო დასახლებას და ქუჩებს.
სოფელი დიღმის ქუჩების ნაწილს, ტოიოტას მიმდებარე ახალ დასახლებას, საქალაქო სასამართლოს და მიმდებარე დასახლებას.
ვაშლიჯვრის კერძო დასახლებას და ვაშლიჯვრის ქუჩების ნაწილს. დიღმის მასივის, I კვ-ის N10 -N12 კორპუსებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მიმდებარე დასახლებას და ქუჩებს. ბენდუქიძის და ზემო ვეძისის დასახლებებს.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge/ka/dagegmili
„ჯორჯიანუოთერენდფაუერი“დისკომფოტრისთვისბოდიშსუხდისმომხმარებლებსდაშეეცდება, სამუშაოებისჩატარებამოკლედროშიდაასრულოს.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი