NEWS
...

23/12/2016 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

დღეს, 23 დეკემბერს, საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტმა, ტექნოპარკში პარტნიორი ორგანიზაციებისთვის დაჯილდოების ცერემონია გამართა, სადაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წლის საუკეთესო დამსაქმებლად დაასახელა და სპეციალური ჯილდო გადასცა. აღნიშნულ ნომინაციაში ხუთმა კომპანიამ გაიმარჯვა. ღონისძებას, როგორც სამთავრობო სექტორი, ასევე ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 21 დეკემბერს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ შეტანილი საქმე გაზეთ „ვერსიას“ წინააღმდეგ GWP-ის სასარგებლოდ დასრულდა.

სადავო მასალა 2016 წლის, 22-23 თებერვლის გაზეთ „ვერსიაში“,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას ეხებოდა.

მიმდინარე კვირის მანძილზე  კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში აგრძელებს:

ისნის რაიონში, გონაშვილის ქუჩაზე,  სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. წყალარინების ქსელის 100 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

ნაძალადევის რაიონში, ღრმაღელეს სათავე ნაგებობიდან სამგორის სათავე ნაგებობისკენ მიმავალ წყალდენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია - 325 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

სამგორის რაიონში, ფრონეს ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს,  წყალსადენის ქსელის 750 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

საბურთალოს რაიონში, ფარსადანის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება წყალსადენის ქსელის 500 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

ვაკის რაიონში, წყნეთში, გაგრის ქუჩაზე  სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე წყალსადენის ქსელის 170 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

ნაძალადევის რაიონში, ლოტკინის ხევის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - წყალსადენის ქსელის 80 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

ისნის რაიონში, დიდგორის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, წყალარინების ქსელის 140 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

გლდანის რაიონში, კულა გლდანელის ქუჩაზე, წყალარინების ქსელის 800 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება.


2016 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი შეიცვლება.

 

Other Categories
...

26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds

  Georgia Global Utilities (GGU), a holding company managing water supply and energy facilities in Georgia, has successfully issued $300 million in green bonds, which are admit...

MORE

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

MORE

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

MORE

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

MORE

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE