NEWS
...

06/01/2017 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირულ ანგარიშს აბარებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგების სტაბილურობისა და განვითარებისთვის    2017 წელი გაორმაგებული ინვესტიციებით დაიწყო, რაც 81.3 მილიონ ლარს შეადგენს.  დაგეგმილი პროექტების წარმატებით განხორციელების მიზნით, კომპანიამ წამყვანი ქვეყნების მიერ წარმოებული 50 ერთეული უახლესი სპეცტექნიკა შეიძინა. ამ მომენტში, ახალი სპეცტექნიკის საშუალებით კომპანია სარეაბილიტაციო და ტექნიკურ-აღდგენით  სამუშაოებს, თბილისის სხვადასხვა რაონში,  ერთდროულად 18 წერტილში  აწარმოებს. მიმდინარე პროექტების ფარგლებში კომპანიამ უკვე 200-ზე მეტი ადამიანი დაასაქამა.

მიმდინარე კვირის მანძილზე  კომპანია აგრძელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში:

სამგორის რაიონში, დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს.  წყალარინების  ქსელის 490 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.  

ნაძალადევის რაიონში,  ავშნის და ნუშის ქუჩებზე, მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში - წყალსადენის ქსელის 1200 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

გლდანის რაიონში, ფეიქრების ქუჩაზე,   წყალსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - 2000 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

სამგორის რაიონში, ვარკეთილის მეოურნეობაში ერთდროულად, რამდენიმე ქუჩაზე წყალსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო: ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე 300 მეტრის სიგრძის, ჭავჭავაძის ქუჩაზე - 340 მეტრი სიგრძის, ხოლო წერეთლის ქუჩაზე 740 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთები ახლით იცვლება.

ჩუღურეთის რაიონში, ცაიშის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - წყალსადენის ქსელის 1250 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

გლდანის რაიონში, რუსთაველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა - წყალსადენის ქსელის 560 მეტრის სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

ასევე, გლდანის რაიონში, ვარდისუბნის ქუჩაზე,  სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. წყალსადენის ქსელის   770 მეტრი სიგრძის  ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

სამგორის რაიონში, იუმაშევის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება - წყალარინების ქსელის 500 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა. საბოლოოდ კი, 2800 მეტი სიგრძის მონაკვეთი შეიცვლება.

ვაკის  რაიონში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია - წყალსადენის ქსელის 200 მეტრზე მეტის სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით უკვე შეიცვალა.

გლდანის რაიონში, კულა გლდანელის ქუჩაზე, წყალსადენის ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. წყალსადენის ქსელის ამორტიზებული მონაკვეთის ნახევარი, 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთი, ახლით შეიცვალა.

2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე  განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

Other Categories
...

26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds

  Georgia Global Utilities (GGU), a holding company managing water supply and energy facilities in Georgia, has successfully issued $300 million in green bonds, which are admit...

MORE

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

MORE

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

MORE

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

MORE

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE